ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 66 კგ. წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ფრანგი კილიან ლე ბლუ დაამარცხა, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა თურქ მიჰრაჩ აკკუსს მოუგო.
მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.