ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს - კარგად გვიცნობთ მთლიანად უმრავლესობას, იცით, რომ აქ რუსეთის ინტერესის გამტარებელი არავინ არ არის, მაგრამ ევროპის დედაქალაქებში მაინც ყველას ამას ეუბნებით, მატყუარა და გაიძვერები ხართ
კარგად გვიცნობთ ყველას, „ქართული ოცნების“ საგარეო გუნდს და მთლიანად უმრავლესობას, ძალიან კარგად იცით, რომ აქ რუსეთის ინტერესის გამტარებელი არავინ არ არის, მაგრამ მაინც დადიხართ, სამარცხვინოდ და ევროპის დედაქალაქებში ყველას ეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი მთავრობა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
სამხარაძის თქმით, სწორედ ამ ტყუილების გამო არ სჯერა მათი არავის.
„რაც შეეხება ჩემს პირად, როგორც ერთი დეპუტატის და მოქალაქის განცხადებას, მინდა, მივმართო ბატონ დავით უსუფაშვილს, რომელიც აქ, დარბაზში არ არის და სამწუხაროა, გუშინწინ საგანგებო სესიას ითხოვდით თქვენ და დღეს ნახევარი თქვენი ფლანგი ცარიელია. ბატონო დავით, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ საპარლამენტო ასამბლეებში, ვიზიტებში, უცხო ქვეყნებში და ერთად გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის საქმე, ჩვენი ქვეყნის სათქმელი, ამავდროულად, დადიხართ და ჩემზე, მაკაზე, გიორგიზე, ლევანზე, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრზე ამბობთ, რომ ჩვენ ვართ რუსები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, აი, ამაში როგორ დაგიჯეროთ? ზუსტად ამიტომ არის თქვენი საერთაშორისო ავტორიტეტი განულებული. ძალიან კარგად გვიცნობთ ყველას, მეც, მაკასაც, გიორგისაც, ლევანსაც, „ქართული ოცნების“ საგარეო გუნდს და მთლიანად უმრავლესობას, ძალიან კარგად იცით, რომ აქ რუსეთის ინტერესის გამტარებელი არავინ არ არის, მაგრამ მაინც დადიხართ, სამარცხვინოდ და ევროპის დედაქალაქებში ყველას ეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი მთავრობა. აი, ეს არის თქვენი სახე – ტყუილი. მატყუარა, ფლიდები და გაიძვერები ხართ. სწორედ ამიტომ არ სჯერა არავის თქვენი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.