ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციონერები დეკემბრის ბოლოს იქნებიან გულგატეხილი და იმედგაცრუებული, როცა საქართველოს სტატუსი მიენიჭება
ვიმედოვნებ, ჩვენი ოპოზიციონერები დეკემბრის ბოლოს იქნებიან გულგატეხილი და იმედგაცრუებული, როცა საქართველოს სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ დეკემბერს, როცა საბოლოოდ ამ საკითხს ბეჭედი დაესმევა.
„8 ნოემბერს კომისიის დასკვნა იქნება, რაც საბოლოო არ არის. კომისიის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოს პრემიერებისგან და პრეზიდენტებისგან. შესაბამისად, 27 სახელმწიფო თანახმა უნდა იყოს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს. რა თქმა უნდა, ველოდებით როგორც ანგარიშს, ასევე მეორე გადაწყვეტილებას. იმედიანად ვართ განწყობილი, თუმცა იმას არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი 100 პროცენტით გადაწყვეტილია. დეკემბერს უნდა დაველოდოთ, როცა საბოლოოდ ამ საკითხს ბეჭედი დაესმევა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ოპოზიციონერები დეკემბრის ბოლოს იქნებიან გულგატეხილი და იმედგაცრუებული, როცა საქართველოს სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.