ნიკოლოზ სამხარაძე - ვარჰეი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო, მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც უტიფრად ცრუობს
ნიკოლოზ სამხარაძე - ვარჰეი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო, მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც უტიფრად ცრუობს

ოლივერ ვარჰეის გზავნილი, ადამიანის რომელიც კომისიაში პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოუებაზე, ძალიან ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ოპონენტების იმ სრულიად უსაფუძვლო, არალოგიკურ და უაზრო განცხადებებს, თითქოს ეს იყო საჩუქარი და ავანსად მოცემული ან ხანდახან როგორც ამბობენ, გადმოგდებული კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ოლივერ ვარჰეის განცხადება იყო დროული.

„ვარჰეი მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა და ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას საბოლოოდ სტატუსი მიეღო და მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში უტიფრად ცრუობს. ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში უკვე დიდი ხანია, აიხლართა. ძალიან უბადრუკად ცდილობენ, იქნებ, ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ. ისინი არ არიან გახარებულნი იმით, რომ საქართველომ სტატუსი მიიღო სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთელი წელიწად-ნახევარი სტატუსის მიღების წინააღმდეგ იბრძოდნენ. შესაბამისად, ახლა ცდილობენ, როგორმე ეს ყველაფერი დააბრალონ გარე ფაქტორებს, გეოპოლიტიკას, კოსმოსურ ძალებს და ყველაფერს, ოღონდ არ ახსენონ, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება“,- განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რამდენიმე ფაქტორია, რაც საქართველოს კანდიდატი სტატუსის მიღებაში დაეხმარა.

„მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და ასევე საქართველოში ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის კომბინაცია. ეს არის ხალხის დამსახურება, გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება, ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგი და იმ რეფორმების განხორციელების შედეგი, რომელიც ქვეყანამ არა მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში გაატარა, არამედ ბოლო 10 წელიწადში განახორციელა. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ფაქტორთა ერთობლიობა, რამაც ჩვენ შეგვაძლებინა კანდიდატის სტატუსი მიგვეღო“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეოჩართვისას განაცხადა: „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ არის საჩუქარი, ეს არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი“.