ნიკოლოზ სამხარაძე - თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს, ოპოზიციასთან შედარებით, მოგების სამჯერ მეტი შანსი აქვს
საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს მოგების სამჯერ უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციის.
როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი პროფესიონალიზმის, წარმატებისა და საქმისადმი ერთგულების პრინციპებით შეირჩა.
„მმართველი გუნდის ნებისმიერი კანდიდატი მერობის თუ საკრებულოს პროპორციული სია, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ გადავლახავთ არათუ 43 პროცენტს, არამედ უფრო მაღალ შედეგს დავდებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.