ნიკოლოზ სამხარაძე - თურქ ხალხსა და თურქეთს ვუსურვებ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და იმ შედეგების მიღწევას, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შემდგომში კიდევ გააღრმავებს
თურქეთის არჩევნების მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენთვის, რადგან თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდება თურქეთში მიმდინარე არჩევნებს.
„მე ვარ საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ არჩევნებს აკვირდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან 100-ზე მეტი დამკვირვებელი, რადგან ამ არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი ასევე ჩვენთვის, ვინაიდან თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. თურქ ხალხსა და თურქეთს ვუსურვებ ამ არჩევნების სწორად და მშვიდობიანად ჩატარებას და იმ შედეგების მიღწევას, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შემდგომში კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განაცხადა სამხარაძემ.
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.