ნიკოლოზ სამხარაძე - თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ჰქონდეთ „ქოლცენტრები“
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ასეთი „ქოლცენტრები“ ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ოპოზიციას სახელი გატეხილი აქვს საქართველოში.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, რომელიც ამით არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ასეთი „ქოლცენტრები“ ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი ამ მიმართულებით“, – განაცხადა სამხარაძემ.