ნიკოლოზ სამხარაძე - შევხვდი მეგობარს და კოლეგას უკრაინის რადიდან, ალექსანდრ მერეჟკოს, საქართველო სოლიდარულია მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „გლობსეკის“ ფორუმზე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„შევხვდი ჩემს კარგ მეგობარს და კოლეგას უკრაინის რადიდან, ალექსანდრ მერეჟკოს Globsec22-ზე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და სოლიდარულია მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე „ტვიტერში“.