საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.
„კატარის ელჩთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა და გვსურს, ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო განვითარება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ კატარის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.