ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული ურთიერთობების მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოს და სამხრეთ აფრიკის, ასევე გლობალურ უსაფრთხოებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ თავისი ქვეყნის მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ეს მიდგომა გადახედვას არ დაექვემდებარება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.