ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთს შეუძლია, ხოშტარიას ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მას რეალურად ებრძვის
რამდენიმე კვირის წინ, როცა მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდა, ვიხუმრე, რომ ელენე ხოშტარიას ფულს ვეღარ ურიცხავენ და ალბათ, პილოტმა ჩამოუტანა-მეთქი, როგორც ჩანს, არ მიხუმრია და ეს გადარიცხვები მართლაც გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ელენე ხოშტარიას ქმედებები ფარისევლურია.
„პატარა ბავშვისთვისაც ცხადია, რომ რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მას რეალურად ებრძვის. ეს ყველაფერი იმის დასტური და ნათელი ცხადყოფაა, რომ სინამდვილეში მისი ვითომ ანტირუსული გამოხტომები არის სრული სიყალბე, ფარისევლობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, – განაცხადა სამხარაძემ.