ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ ექნება
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ ექნება

რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ ექნება, თუმცა საჭიროა, რომ სწორი კომუნიკაცია მოხდეს დასავლელ, ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება დღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ასევე იმის მკაფიოდ ხაზგასმა უნდა მოხდეს, რომ სანქცირებული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ საქართველოში. დასავლელი პარტნიორებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება სწრაფად უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ დაისვას.

ოპოზიციის შეფასებები აბსოლუტური სისულელეა იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ამ ხელისუფლების დროს მიიღო რუსეთმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება და ბევრი სხვა სანქცია. ამიტომ, თუ ცოტა ისტორიაში ჩაიხედავენ და წიგნს გადაფურცლავენ, კარგი იქნება“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.