ნიკოლოზ სამხარაძე - როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ვნახავთ, რომელი პარტიები გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას და მერე განვიხილავთ პარტიების დაფინანსების საკითხს
ნიკოლოზ სამხარაძე - როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ვნახავთ, რომელი პარტიები გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას და მერე განვიხილავთ პარტიების დაფინანსების საკითხს

როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ვნახავთ, რომელი პარტიები გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას და მერე განვიხილავთ დაფინანსების საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა ნაადრევია.

„მემგონი ჯერ ამ საკითხზე ასეთი ფუნდამენტური და სიღრმისეული მსჯელობა ნაადრევია. ჯერ პარლამენტი არ შეკრებილა. როდესაც შეიკრიბება, ვნახავთ, რა სიტუაცია იქნება, რომელი პარტიები შევლენ პარლამენტში, რომელი პარტიები გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას. მერე თუ დადგება ეს საკითხი, ამ საკითხს განვიხილავთ. ანუ დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას იქიდან გამომდინარე, რომ ახალი პარლამენტი ჯერ შეკრებილი არ არის. ეს იდეა არსებობს, ამ იდეაში არის რაციონალური მარცვალი, თუმცა მსჯელობის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხდება. როცა პარლამენტი შეიკრიბება, ეს იდეა თუ ისევ იქნება, მერე განვიხილავთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.