ნიკოლოზ სამხარაძე - რადიკალური ოპოზიციის ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ოპტიმიზმით არ ვარ გამსჭვალული, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს კონსტრუქციულად მიუდგებიან
რადიკალური ოპოზიციის ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ოპტიმიზმით არ ვარ გამსჭვალული, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს კონსტრუქციულად მიუდგებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე იმედოვნებს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ინტერესი აქვთ, ქვეყანა განვითარდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს, შესაძლებელი იქნება ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბება.
„რადიკალური ოპოზიციის ბუნებიდან გამომდინარე მაინც და მაინც დიდი ოპტიმიზმით არ ვარ გამსჭვალული, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს კონსტრუქციულად მიუდგებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ინტერესი აქვთ, ქვეყანა განვითარდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მათთან ერთად შესაძლებელი იქნება ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს მართლაც დაიცავს და პოლიტიკური დღის წესრიგი არ ექნება“, – განაცხადა სამხარაძემ.