ნიკოლოზ სამხარაძე - ქართული ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართული ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც

მიხეილ სააკაშვილი რის დასასრულზე საუბრობს, მისი პოლიტიკური კარიერის?, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია სასამართლო პროცესზე სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს:  „მეგობრებო, მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“.

„მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მიცემული მანდატი, 2024 წლის შემდეგ ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მისი განცხადებაც. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას – ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად – არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი რიცხვებია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.