ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები, ვალდებულებაა, რომ საფრთხე არ შეექმნას ისეთი ინსტიტუტის სტაბილურობას, როგორიცაა ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბევრი კითხვა ჩნდება, რას ემსახურება პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის გადადება და პროცესის გაწელვა.
ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა, ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარმოდგენა, მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენა, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ ვადების ხელოვნურად გაწელვა არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტს როგორც აქვს უფლებები, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულებაა, რომ ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას და ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დაუშვებენ.