ნიკოლოზ სამხარაძე - პარტიები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, ფსონს დებენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხოლო ვინც არ ჩაერთვება, სტატუსის არმიღებაზე დებს ფსონს
ნიკოლოზ სამხარაძე - პარტიები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, ფსონს დებენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხოლო ვინც არ ჩაერთვება, სტატუსის არმიღებაზე დებს ფსონს

პარტიები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, ფსონს დებენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხოლო ვინც არ ჩაერთვება, ფსონს დებს, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან საკმაოდ მკაფიო განცხადებები გაკეთდა, რომ პუნქტების შესასრულებლად სამუშაო რეჟიმში ყველა უნდა ჩაერთოს.

„ევროპარლამენტარების მხრიდან საკმაოდ მკაფიო განცხადებები გაკეთდა, რომ უნდა ჩაერთონ სამუშაო რეჟიმში, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უზრუნველყოფს. საქმე ძალიან მარტივად არის – პარტიები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, ფსონს დებენ იმაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხოლო ვინც არ ჩაერთვება, ფსონს დებს იმაზე, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.