ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის მხრიდან მზაობა თუ გამოჩნდება, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ჩვენ მზად ვართ
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის მხრიდან მზაობა თუ გამოჩნდება, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ჩვენ მზად ვართ

მოლაპარაკებები დასრულებულია თუ არა, ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე. დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მედიატორის მიერ, არ მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მზაობის შემთხვევაში, მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებისთვის.

„შესაბამისად, თუ მათი მხრიდან მზაობა გამოჩნდება, რომ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდეს, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. პრემიერ-მინისტრმა ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და თქვა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა თუ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ მზაობას დავინახავთ იმისას, რომ ამ პუნქტებზე მოლაპარაკება გაგრძელდეს, მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.