ნიკოლოზ სამხარაძე - ოპონენტები კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ, თუმცა ვერ მოჰყავთ არგუმენტები, პირიქით, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ქართველ მოსამართლეებს ამართლებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპონენტები მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ, თუმცა ვერ მოჰყავთ კონკრეტული არგუმენტები, სადაც მოსამართლეები არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ.
სამხარაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართველ მოსამართლეებს ამართლებს.
„ადამიანის კეთილსინდისიერებას კითხვის ქვეშ აყენებენ და ამის არგუმენტიც არ აქვთ. პირიქით, სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილებები გამოიტანა, რაც ქართველ მოსამართლეებს ამართლებს. ამ ფონზე გაუგებარია, ეს ყველაფერი პიროვნული და პოლიტიკური შუღლით ხდება თუ სხვა ინტერესი ამოძრავებთ, მათ შორის, სასამართლოს ხელში ჩაგდების ინტერესი“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.