ნიკოლოზ სამხარაძე - ოლივერ ვარჰეის კრიტიკა სამარცხვინოა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელში, რვა წლის განმავლობაში, საქართველოს წარმოადგენდნენ
ოლივერ ვარჰეის კრიტიკა სამარცხვინოა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელში, რვა წლის განმავლობაში, საქართველოს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე სამარცხვინოა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი.
„სალომე სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და რაღაც ბოღმის ამონთხევა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, მასზე ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. ბადრი ჯაფარიძემ თქვა, თურმე ვარჰეი ევროკავშირს კი არა, უნგრეთს წარმოადგენს. მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით იმაში, ევროკომისიაში როგორ ინიშნებიან ადამიანები და ვის წარმოადგენს ევროკომისარი, თითოეულ ქვეყანას, თუ ევროკომისიას და ევროკავშირს. მზად ვართ, თუ სჭირდებათ, მათ ეს ლექცია ჩავუტაროთ. თურმე კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაცა პრორუსი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.