ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირადი წყენების გამო ერთმანეთთან ბრძოლა მიმდინარეობს, ალბათ პარტია ახლო მომავალში რამდენიმე ნაწილად დაიშლება
ნიკოლოზ სამხარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირადი წყენების გამო ერთმანეთთან ბრძოლა მიმდინარეობს, ალბათ პარტია ახლო მომავალში რამდენიმე ნაწილად დაიშლება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ფონზე ვერ ხედავს, როგორ შეიძლება, პარტიამ მუშაობა განაგრძოს.

სამხარაძე ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოს მომავალში დაიშლება.

„პარტიას ტოვებენ ლიდერები და მათ არ აქვთ არანაირი საერთო იდეოლოგია, მსოფლმხედველობა. შესაბამისად, პირადი წყენების გამო ერთმანეთთან ბრძოლა და შეურაცხყოფის მიყენება მიმდინარეობს. ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, პარტიამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ალბათ ეს პარტია ახლო მომავალში რამდენიმე ნაწილად დაიშლება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.