ნიკოლოზ სამხარაძე - მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან
ნიკოლოზ სამხარაძე - მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან

მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, თბილისი ბუნებრივად ის ადგილია, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს და მოლაპარაკებების დასრულების წარმატებული მცდელობა იყოს.

„ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ იმას, რომ ეს ისტორიული მოვლენა თბილისში შედგეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე აქტიურად ჩართულია ამ პროცესში და ვხედავთ, რომ პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. რამდენიმე ხნის წინ თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა ძალიან მალე ერთმანეთს დაუზავდეს, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ, რადგან ეს იქნება კარგი მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.