ნიკოლოზ სამხარაძე - მოსაწონი არ არის, როდესაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თაღლითობის საქმე გაუხსნეს, ეს მიუღებელია
ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, როდესაც თუნდაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ინტერნეტგამოცემა „კვირას“ მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ“.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არ იცის, რა საკითხზე შეიძლებოდა, ემსჯელათ.
„არ ვიცი, რაზე შეიძლება, ემსჯელათ, თუმცა ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, როდესაც თუნდაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გერმანელმა სამართალდამცავებმა თაღლითობის საქმე გაუხსნეს. სირცხვილი და მიუღებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.