ნიკოლოზ სამხარაძე - მონა.ჯი არის უსუსური მცდელობა, რომ თავისი ცოდვები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ
ნიკოლოზ სამხარაძე - მონა.ჯი არის უსუსური მცდელობა, რომ თავისი ცოდვები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ

მონა.ჯი არის უსუსური მცდელობა, რომ თავიანთი ცოდვები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის, რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, აღნიშნულით არავინ შეშინდება.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ამ ბოლშევიკურ ორეულს სხვა მეთოდი არ აქვს, ისინი ჩარჩნენ ბოლშევიკურ აზროვნებაში და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, ადამიანები შეაშინონ. ეს გასული საუკუნის 20-30-იანი წლები აღარ არის, ეს ბოლშევიკური მეთოდები მათ არ გაუვათ“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიასთან შექმნეს პლატფორმა, სადაც, ჯაფარიძის თქმით, „რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.