ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, უკრაინის ხელისუფლებასა და საგარეო უწყებას შევახსენო პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები, თუ ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან, მაშინ სხვა რამესთან გვქონია საქმე
ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, უკრაინის ხელისუფლებასა და საგარეო უწყებას შევახსენო პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები, თუ ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან, მაშინ სხვა რამესთან გვქონია საქმე

უკრაინელ კოლეგებთან საუბარი ბევრჯერ გვქონია და ხშირად უთქვამთ, რომ ეს ადამიანები უკრაინის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ცოტა გაურკვევლობაა და კარგი იქნება, თუ მკაფიოდ გაემიჯნებიან ხოლმე ამ ადამიანების განცხადებებს უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

„მინდა, უკრაინის ხელისუფლებასა და საგარეო უწყებას შევახსენო მათივე მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, მათ შორის საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მინდა, გავახსენო პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები. თუ ისინი ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან და ემიჯნებიან, ძალიან კარგია და მოხარული ვართ, მაშინ საქმე სხვა რამესთან გვქონია, მაგრამ თუნდაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი ემიჯნებიან პოდოლიაკის, დანილოვისა და არისტოვიჩის განცხადებებს. თუ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური პირები, მაშინ ამაზეც უკრაინის საგარეოს განმარტებას მოვისმენდით, რომ ვიცოდეთ, ვინ ლაპარაკობს უკრაინის სახელით. უკრაინელ კოლეგებთან საუბარი ბევრჯერ გვქონია და ხშირად უთქვამთ, რომ ეს ადამიანები უკრაინის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ცოტა გაურკვევლობაა და კარგი იქნება, თუ მკაფიოდ გაემიჯნებიან ხოლმე ამ ადამიანების განცხადებებს უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები“, – განაცხადა სამხარაძემ.