ნიკოლოზ სამხარაძე - მგონი, მთელ სამყაროში მხოლოდ ევროპარლამენტარები დარჩნენ, ვინც ვერ გაიგო სააკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, ვურჩევ, გადაწყვეტილება წაიკითხონ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები დარჩნენ ადამიანებად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ვერ გაიგეს.
მისივე თქმით, მათ ურჩევს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ.
„მგონი, მთელ სამყაროში ევროპარლამენტი და ევროპარლამენტარები დარჩნენ იმ ადამიანებად, ვინც ვერ გაიგო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. მათ ვურჩევ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. უკვე იმ რელსებზე უნდა გადაეწყონ, რომ კანონის უზენაესობა არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლება ყველა ადამიანს, პატიმარს მოეპყრობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამას თუ გაითავისებენ, ძალიან კარგი იქნება. კონკრეტული ერთი პოლიტიკოსის გაკეთებული განცხადება ვერ ჩაითვლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად. ამიტომ ჩვენთვის მთავარია ის გზავნილები, რასაც ვიღებთ ბრიუსელიდან, ასევე ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან“, – განაცხადა სამხარაძემ.