ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და მალაიზიას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა განიხილეს.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაში მონაწილეობდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.