ნიკოლოზ სამხარაძე - „ლელო“ არათუ ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ გამოირჩევა მეტი აგრესიულობით, მისი წევრებიც არიან მათ შორის, რომლებიც დედაქალაქ-დედაქალაქ სტატუსის წინააღმდეგ გამოდიან
მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნას რაც შეეხება, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – „ლელო“ არათუ ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ უფრო მეტად აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა““.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, „ლელოს“ წევრებმა კარგად დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება ნიშნავს ამომრჩევლის დაკარგვას, რადგან ეს არის ტოქსიკური ორგანიზაცია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ შეიძლება, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს.
„ხაბეიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმკვლელობა შესთავაზა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებულიყვნენ. კარგია, პატარა ოპოზიციური პარტიები თუ ამ შეთავაზებას არ მიიღებენ, რადგან მათთვის ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური მარცხი. რაც შეეხება მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნას, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, რადგან ბოლო წლებში რასაც ვხედავთ, „ლელო“ არათუ ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ კიდევ უფრო მეტად აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ „ლელოს“ წევრებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან და საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი თუ ამ ყველაფერს თავიანთი ქმედებით დაადასტურებენ, მაშინ შეიძლება, მართლაც შეძლონ პატარა ალტერნატივის შექმნა. მათ კარგად დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება ნიშნავს ამომრჩევლის დაკარგვას, რადგან ეს არის ტოქსიკური ორგანიზაცია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ შეიძლება, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.