ნიკოლოზ სამხარაძე - კელი დეგნანთან ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს.
სამხარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეეხნენ იმ არასასიამოვნო სიახლეებს, რომელიც რეგიონშია.
„უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებას ვგულისხმობ. ასევე, ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია. დისკუსიის საგანი იყო საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის და მოსაზრებები გავცვალეთ – ქართულმა მხარემ როგორ შეიძლება ეს გააკეთოს და ამ მიმართულებით ამერიკული მხარე დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ, უსაფრთხოების გარემოზე, კერძოდ, ავღანეთსა და შავი ზღვის რეგიონზე. საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს პარლამენტში შეხვდა.