ნიკოლოზ სამხარაძე - კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო
ნიკოლოზ სამხარაძე - კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

მისივე თქმით, სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ სჩვევია.

„მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. კარლ ჰარცელი საქართველოში, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. დიპლომატმა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება მის ნაწილად.