ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსი კარგი მოტივაცია იქნება რეფორმების გასაგრძელებლად, მოლოდინი პოზიტიური გვაქვს
ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსი კარგი მოტივაცია იქნება რეფორმების გასაგრძელებლად, მოლოდინი პოზიტიური გვაქვს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მას პოზიტიური მოლოდინი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასაგრძელებლად კანდიდატის სტატუსის მიღება კარგი მოტივაცია იქნება.

„პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველოს მართლაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული სწორედ პროგრესის შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი შესრულებული გვაქვს. ყველაფერი რომ შესრულებული გვქონდეს, არა კანდიდატის ქვეყნის სტატუსს მოვითხოვდით, არამედ პირდაპირ წევრობას. ვიცით, რომ ეს არის გრძელი, ხანგრძლივი პროცესი, თუმცა იმავე იმ რეფორმების გასაგრძელებლად, რაც ქვეყანას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოტივაცია იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.