ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიის ხელისუფლებისგან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ, აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს
„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იტალიის ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერი გზავნილები მიიღეს. მისივე თქმით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.
„იტალიის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც იყო მხარდაჭერა. ისინი უკეთ არიან ინფორმირებული საელჩოების პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს და ეს პროგრესი აღინიშნა. მათ ასევე თქვეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა ბოლომდე მიიყვანოს საქმე და თუ ვინმე არსებობს ევროპაში სკეპტიკოსი, შემდეგ არავის აღარ ექნება იმისი თქმის უფლებაც კი, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ან მოლაპარაკებების დაწყებას.
აღმასრულებელი ხელისუფლებისგანაც საკმაოდ მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ. იტალიას აქვს იდეები და პროექტები, ფიქრობენ იმაზე, როგორ შეიძლება ურთიერთობების მეტად გაღრმავება, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობის სფეროში. ისინი საქართველოს განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე საიმედო პარტნიორად. იტალიელმა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ იტალიისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტულია და ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს და იყოს ამ რეგიონის მასტაბილიზებელი ფაქტორი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.