ნიკოლოზ სამხარაძე - ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია
ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თავისუფალია იმაში, რომ საპროტესტო აქცია ჩაატაროს. აქციები ჩაატარონ და პროტესტი გამოხატონ, მაგრამ თუ უკვე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდნენ, ეს სასაცილოა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მუშაობისთვის უნდა მომწიფდეს.
„იცით, რომ ხალხს ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებენ და თავისი მხარდამჭერებიც დაღალეს ქუჩის აქციებით, სჯობს, პარლამენტში იარონ. განსაკუთრებით ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია. ვიდრე ამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პარლამენტში მუშაობისთვის არ მომწიფდებიან, მანამდე მათი მხრიდან პარლამენტის დატოვების საკითხი განხილვის თემა იქნება. ამაზე დიდად არ ვდარდობთ, რადგან მათი გადასაწყვეტია – პარლამენტში იმუშავებენ თუ არა. თუ არ იმუშავებენ, მათთვის უარესი იქნება“, – განაცხადა სამხარაძე.