ნიკოლოზ სამხარაძე - ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, ეს ეჭვებს ბადებს, საზოგადოებისთვის ამ ექიმთა პოლიტიკური პრეფერენციებიც ნათელი გახდა
ნიკოლოზ სამხარაძე - ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, ეს ეჭვებს ბადებს, საზოგადოებისთვის ამ ექიმთა პოლიტიკური პრეფერენციებიც ნათელი გახდა

კონსილიუმის საკითხმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხებია გაცემული და საზოგადოება პასუხებს იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

„ექიმების დასკვნაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ექიმი არ ვარ და სამედიცინო განათლება არ მაქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. საზოგადოებისთვის ამ ექიმთა პოლიტიკური პრეფერენციებიც საჯარო და ნათელი გახდა. ამ შიმშილობამ ექიმებშიც კი პოლიტიკური ელფერი მიიღო. ამიტომ, არავინ აღარავის ენდობა და ნდობა ამ ადამიანების მიმართ უკვე აღარ არსებობს. მეორე საკითხია ის, რომ აქამდე, საქართველოში საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობდნენ. თუ სწორად მახსოვს, ბოლო სამ წელში შიმშილობის ათასი შემთხვევა იყო და მაშინ სად იყო სახალხო დამცველი, თუ ციხე არ პასუხობდა მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს? ამ შემთხვევაში, ათასი მოშიმშილე პატიმრის უფლება არ ირღვეოდა? ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მხრიდან სხვა მოშიმშილე პატიმრების მიმართ კითხვებს აჩენს. კონსილიუმის საკითხმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხებია გაცემული და საზოგადოება პასუხებს იმსახურებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.