ნიკოლოზ სამხარაძე - გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება მაშინ, როცა ნიკა მელია თავად არ იხდის, არ მგონია, მელიას იმდენი თანხა არ ჰქონდეს, თავად ვერ გადაიხადოს გირაო
ნიკოლოზ სამხარაძე - გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება მაშინ, როცა ნიკა მელია თავად არ იხდის, არ მგონია, მელიას იმდენი თანხა არ ჰქონდეს, თავად ვერ გადაიხადოს გირაო

გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება მაშინ, როცა ნიკა მელია გირაოს თავად არ იხდის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებაში ცალსახად წერია, რა და როგორ უნდა მოხდეს.

„ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ შეთანხმების გვერდით ავლას გულისხმობს, ხელშეკრულების დარღვევა იქნება იმ პარტიებისგან, ვინც დოკუმენტის ხელმომწერები არიან. ჩემთვის გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება მაშინ, როცა ნიკა მელია გირაოს თავად არ იხდის. ეს აუხსნელია, რადგან თუ პრინციპულობას აქვს ადგილი, მაშინ არც ევროკავშირის გირაო არ უნდა მიიღო. არ მგონია, ნიკა მელიას იმდენი თანხა არ ჰქონდეს, რომ თავად ვერ გადაიხადოს გირაო“, – განაცხადა სამხარაძემ.