ნიკოლოზ სამხარაძე - გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან
გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.
ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო და აშშ-ის საელჩო დღევანდელ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი პროვოკაციებისა და ბანდიტური საქციელის ნათელი დემონსტრირება მთელ საქართველოში. გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო და საქართველოში აშშ-ის საელჩო ამ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.