ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის ავტორებმა კარგად იცოდნენ კეზერაშვილის შესახებ, ამიტომ ილუზია არ მაქვს, რომ რაიმეს შეარბილებენ
ევროპარლამენტის რეზოლუციის ავტორებმა ძალიან კარგად იცოდნენ კეზერაშვილის შესახებ, ამიტომ ილუზია არ მაქვს, რომ ისინი რაიმეს შეარბილებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ამასთან, სამხარაძის თქმით, არც იმის ილუზია აქვს, რომ ოპოზიცია კეზერაშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარს იტყვის.
„უნდა გავყოთ ევროპარლამენტარები და ის ადამიანები, ვინც რეზოლუციას უბრალოდ ხმა მისცა ისე, რომ კოლეგებს გაჰყვნენ და ვინც ავტორები იყვნენ. რეზოლუციის ავტორებმა ძალიან კარგად იცოდნენ კეზერაშვილის შესახებ, ამიტომ ილუზია არ მაქვს, რომ ისინი რაიმეს შეარბილებენ. დანარჩენი ევროპარლამენტარები რეზოლუციის ავტორებს კითხვას დაუსვამენ, საიდან მოხვდა ეს კაცი რეზოლუციაში.
რაც შეეხება ოპოზიციას, ილუზია არ მაქვს, რომ დაფინანსებაზე უარს იტყვიან, რადგან BBC-ის გამოძიება ვიდრე იქნებოდა, კარგად იცოდნენ, რომ კეზერაშვილი ამ სქემაში იყო გახვეული. ეს გამოძიება გადაღებულია იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც მოიპოვეს ქართველ და გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად, როცა საქმეს იძიებდნენ. იმის ილუზიას ნუ შევქმნით, რომ BBC-ის გამოძიება იყო სიახლე, ეს არავისთვის იყო სიახლე“, – განაცხადა სამხარაძემ.