ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირისგან პერსონალური სანქციები გამორიცხულია, სანქციის დაწესებას სჭირდება სერიოზული იურიდიული დასაბუთება, რაც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ვერ იქნება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან რაიმე ტიპის პერსონალური სანქციები მოსალოდნელი არ არის.
ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, სანქციების დაწესებას სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება.
„რაც შეეხება სხვა გზავნილებს, უნდა დაველოდოთ მინისტრების შეხვედრას და იქ გავიგებთ, რაზე იქნება შეთანხმება, თუმცა პერსონალური სანქციები გამორიცხულია. პერსონალური სანქციები ამ შემთხვევაში საერთოდ უადგილოა. ძალიან სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება, როდესაც რომელიმე ადამიანს სანქციას უწესებ. ამ შემთხვევაში ეს დასაბუთება, უბრალოდ, წარმოდგენილი ვერ იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.