ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, აზერბაიჯანში იმყოფება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.