ნიკოლოზ სამხარაძე - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ
ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ. რეზოლუციაში გაწერილი იქნება ის მიმართულებები და ქმედებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია იქნება.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ამ მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებასა და დეოკუპაციაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ. რეზოლუციაში გაწერილი იქნება ის მიმართულებები და ქმედებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, რამაც პრაქტიკული და ხელშესახები შედეგები უნდა მოუტანს ჩვენს ქვეყანას კონფლიქტების დარეგულირების დარგში“, – განაცხადა სამხარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაინიცირდება, რომლის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირება იქნება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას გეგმავენ.