ნიკოლოზ სამხარაძე - ძალიან სასაცილო და უცნაურია, როცა ტელეკომპანიას და მედიასაშუალებას, რომელიც თავად უნდა იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი, სჭირდება ლობისტური კომპანია
ძალიან სასაცილო და უცნაურია, როცა ტელეკომპანიას და მედიასაშუალებას, რომელიც თავად უნდა იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი და საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდეს, თავად სჭირდება ლობისტური კომპანია, რა ვიცი, მგონი, ასეთი რამ იშვიათად ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის განცხადებით, „ფორმულას“ არანაირი რეიტინგი არ აქვს.
„შესაბამისად, ესეც იმის დასტურია, რომ ამ ტელეკომპანიას არანაირი რეიტინგი არ აქვს და ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, როგორმე მას ფასი აუწიონ და სანდო ტელეკომპანია გახადონ. არ მგონია, ამ მცდელობას შედეგი ჰქონდეს, რადგან, პირველ რიგში, ამას ქართული საზოგადოება აფასებს. ძალიან კარგად ვიცით, ტელეკომპანია „ფორმულა“ საკუთარი რეიტინგით რომელ ადგილზე დგას“, – განაცხადა სამხარაძემ.