ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებში მონაწილეობას საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადის შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება.