საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრიელ კოლეგებთან ისაუბრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ გარემოზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.