ნიკოლოზ სამხარაძე - არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღეს ჩემ ხელმარჯვნივ დარბაზის სიცარიელეს, ალბათ მომავალ წელს საერთოდ აღარც ვილაპარაკებთ მათზე
ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენას არ ესწრებიან.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, „ალბათ მომავალ წელს საერთოდ აღარც ვილაპარაკებთ მათზე და ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის და ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის“.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღეს ჩემ ხელმარჯვნივ დარბაზის სიცარიელეს, როდესაც შარშან გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრად მინისტრის საათის ფარგლებში, მაშინ ცნობილი ეპიზოდი გავიხსენე კინოფილმიდან „ფეოლა“, როდესაც დამარცხებული ბავშვები გადიან დარბაზიდან და „ფეოლა“ მიაძახებს, როგორ არ გრცხვენიათო, რა უქენით ამ ბავშვებსო. წელს სამწუხაროდ, ეს ადამიანები დარბაზშიც არ შემოვიდნენ. კარგი ტენდენციაა“, – განაცხადა სამხარაძემ.