ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი წმინდა სამართლებრივი საკითხია.
მისივე თქმით, პირის სხვა ქვეყანაში ექსტრადირებისას გასათვალისწინებელია, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება.
„ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია. როგორც ვიცი, სხვა ქვეყანაში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმის საფუძველზე შეიძლება, იყოს მიღებული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ამაზე იუსტიციის სამინისტროს ექნება კომპეტენტური პასუხი, რადგან ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი, არამედ სამართლებრივი საკითხია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ, რადგან არ აწყობთ განხილვა სამართლებრივ ჭრილში. როგორც ჩანს, სამართლებრივ ჭრილში საქმე მაინცდამაინც კარგად არ აქვთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ.