ნიკოლოზ სამხარაძე - 14 მილიარდი წინასაარჩევნო ტრიუკია, ოპოზიციას ქართველი ხალხის მოტყუება სურს
14 მილიარდი წინასაარჩევნო ტრიუკია, ოპოზიციას ქართველი ხალხის მოტყუება სურს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მარტივად შეიძლება იმის ნახვა, რა არის ევროკავშირში გაწევრიანების წინ ინსტრუმენტი.
„ეს სისულელეა. მათ ამავე წარმატებით შეეძლოთ, ეთქვათ, რომ ქვეყანას 14 ტრილიონი დავაკარგვინეთ. ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, რომელიც, არ ვიცი, ვისზეა გათვლილი, მაგრამ მარტივად შეიძლება იმის ნახვა, რა არის ევროკავშირში გაწევრიანების წინ ინსტრუმენტი. კარგად გამოჩნდება, რომ 14 მილიარდი არის შვიდ წელზე გაწერილი ბიუჯეტი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები. ეს ჯერ უკრაინასა და მოლდოვას არ მოიცავს. შესაბამისად, ალბათ ადვილი გასაგებია, რას ემსახურება ასეთი მოკლეფეხებიანი ტყუილის თქმა. მათ სურთ, ქართველი ხალხი მოატყუონ, რომ ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ევროკავშირი 14 მილიარდს მოგვცემს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.