ნიკოლოზ რაჭველი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრების“ განახლებულ ვერსიას წარმოადგენს
ნიკოლოზ რაჭველი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრების“ განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

​ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტის „მსოფლიო კინომუსიკის შედევრების“ განახლებულ ვერსიას წარმოადგენენ. ღონისძიება 24 დეკემბერს, ბიოლი ჰოლში გაიმართება.

კინომუსიკის შედევრების მოსმენის პარალელურად, ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან. მათ ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები.

შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“, ნიკოლოზ რაჭველი კი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინომოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.

პროექტს სახელწოდებით „კინომუსიკა“ ნიკოლოზ რაჭველი 2015 წლიდან ახორციელებს.