ნიკოლოზ მაჭუტაძე - სალომე ზურაბიშვილი ტელეგრაფის ხაზია, რომელიც პირდაპირ კრემლთან არის შეერთებული
ნიკოლოზ მაჭუტაძე - სალომე ზურაბიშვილი ტელეგრაფის ხაზია, რომელიც პირდაპირ კრემლთან არის შეერთებული

სალომე ზურაბიშვილი ტელეგრაფის ხაზია, რომელიც პირდაპირ კრემლთან არის შეერთებული, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ განაცხადა.

​„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნებიდან“ გამოჟონილ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ტელეგრაფის ხაზია, რომელიც პირდაპირ კრემლთან არის შეერთებული, სხვა ინფორმაციებსაც ღებულობს და არც გასცემს. ამის არაერთი დადასტურებული ნიშანი გვაქვს მისი ბიოგრაფიიდან და პოლიტიკური თავგადასავალიდან“,- განაცხადა ნიკოლოზ მაჭუტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილი არ საუბრობს საკითხზე, აქვს თუ არა კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ საპრეზიდენტო კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე განცხადებას სავარაუდოდ თვის ბოლომდე გააკეთებს.