ნიკოლოზ გაგუა - ვალუტის რყევები დღეს მსოფლიო ტენდენციაა, კურსის გამყარების ტენდენციას უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე
სავალუტო კურსის გამყარების ტენდენციას უნდა მოველოდეთ შემდგომ პერიოდში, პირობითად, წლის ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
„ზოგადად, ვალუტის რყევები დღეს ანალოგიურად მსოფლიო ტენდენციაა. ჩვენ არა მარტო რეგიონს უნდა შევხედოთ. რეგიონში საკმაოდ მაღალი რყევებია. მნიშვნელოვნად გაუფასურდა როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ვალუტა. მაგრამ, ზოგადად, ასე ვთქვათ, გლობალური რყევის ტენდენციებია, ევრო დოლართან მიმართებით და ა.შ. ჩვენი შეფასებით, სავალუტო კურსი უფრო მეტად გაუფასურებულად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ეს ბუნებრივი დონეა. ეს გარკვეულწილად გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სავალუტო კურსის გამყარების ტენდენციას უნდა მოველოდეთ შემდგომ პერიოდში, პირობითად, წლის ბოლომდე“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.