„მაგთიკომის“ წარმომადგენელი - შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მთავრობა და ბიზნესი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ
კომპანია „მაგთიკომის“ წარმომადგენელის, ნიკოლოზ დავითაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მთავრობა და ბიზნესი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „მაგთიკომის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს.
„ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და ბიზნესი თანამშრომლობდნენ და მუშაობა მიმდინარეობდეს. „მაგთიკომის“დამფუძნებელთა და მთელი გუნდის გადაწყვეტილებით, 3 მილიონი ჩაირიცხება ფონდში, რომ ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსს და დღევანდელ არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა.
მან ასევე ისაუბრა გუშინ დაფიქსირებულ შეფერხებაზეც და აღნიშნა, რომ „მაგთიკომი“ 24 საათის განმავლობაში ჩართულია სამუშაო პროცესში და ყველას ხარისხიანი ინტერნეტი მიეწოდება.
„გუშინდელ შემთხვევაზე მინდა დავაწყნარო აბონენტები, რომ გადატვირთვას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა.